18 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ავარია ხაშური-აგარის მონაკვეთზე - დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა  

ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას სპეციალური ვერტმფრენის საშუალებით, ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსებენ. 

როგორც ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, პოლიციელი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ცნობით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა სახლის პირველადი დახმარება, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი, მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.

საავადმყოფოსი ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.  

დღის ამბები