18 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
20 სექტემბერს დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამო პარლამენტის  შენობაში მოქალაქეებისთვის  შესვლა შეზღუდული იქნება

20 სექტემბერს მოძრაობა "სირცხვილია"-ს მიერ დაგეგმილ მასშტაბურ აქციას, საქართველოს პარლამენტი განცხადებით ეხმაურება. მთავარ საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა დაშვება  შეზღუდული იქნება, რათა შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და აპარატის თანამშრომლების სამუშაო პირობების  დაცვა უზრუნველყონ.

"20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა." - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები