აღმაშენებლის ქუჩაზე ეროვნებით არაბი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ, მარჯანიშვილის მეტროსთან მოხდა. გავრცლებული ცნობით, სავარაუდო მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა. მამაკაცი საავდმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.