18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმე - დაკავებულთაგან შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმეში მონაწილეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა. 

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.  

„სასამართლოში განიხილებოდა 7-ვე ბრალდებულის, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სახით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და ბრალდებულებს აღკევთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა“ - განაცხადა პროკურორმა, მარიამ გორელიანმა.

განცხადება გააკეთა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით დანაშაული არავის დამტკიცებია. 

„ჯერ დანაშაული არავის არ დამტკიცებია, ეს უბრალოდ ეჭვია რაც ბრალდებას აქვს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მათ არანაირი შემხებლობა სურათების გადაღებასთან, იმ სურათების, რაზეც ბრალდება ამბობს, რომ მათ იცოდნენ და ამის სანაცვლოდ რამე გარიგებაში იყვნენ, მსგავსს ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ადვოკატმა. 

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის ტრეფიკინგის და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის უცხოეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან დანაშაულის ორგანიზატორები, არასრულწლოვნების მშობლები და მათი ნათესავები.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები