ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას ავადმყოფი გადაჰყავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია 5 პაციენტი, ხუთივე მოთავსებული გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებათ დიაგნოსტიკური კვლევების შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა მორიგე ექიმმა მარინე ჯანჯღავამ.