თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი საშიში ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" გახდა. 14 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ სახელდება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს სკოლის მოსწავლეები. ჭოგნარის სკოლის დირექტორის ამირან ელიავას თქმით, სამართალდამცველებმა კომპიუტერი წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.