18 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
“გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს!“ - გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა

“გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს!“ - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი მშვენიერაძემ რუსთაველის გამზრიზე შეკრებილ ადამიანებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ განაცხადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ადამიანის თავისუფლების,  ღირებულებებისა და   ევროპისკენ სწრაფვა შელახა.

“რა თქმა უნდა, ამ სამი თვის მანძილზე ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში, მაგრამ მთავარი, რისი კეთებაც ხელისუფლებამ დაიწყო, ეს არის ყველაფრის ერთმანეთში აზელვა. აზელვა სიკეთის და ბოროტების, აზელვა წარმატების და წარუმატებლობის, აზელვა ოკუპაციის და არაოკუპაციის, თავისულფების, აზელვა  პატრიოტიზმის და მონობის. აზელვა ჩვენი სწრაფვის ევროპისაკენ და სინამდვილეში ნაბიჯები, რომლებიც მიგვაქანებს რუსულ, ბნელ წარსულში.  ეს ყველაფერი თქვენზე, ვინც აქ ხართ და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც აქ არ არიან, კლავს მომავლის იმედს. აჩენს გაურკვევლობას, უნდობლობას ერთმანეთისადმი და მთავარი, რაც არის გვართმევს შესაძლებლობას, ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, დავირაზმოთ და ასე შევასრულოთ ჩვენი მოთხოვნები. შევასრულებინოთ ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნები, ამიტომ ყველა ჩვენგანმა კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გვაქვს ძალიან რთული პერიოდი, რომ ერთმანეთისადმი ნდობა არ დავკარგოთ ადამიანებმა, არ დავკარგოთ ჩვენი ხმის სიძლიერე  და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გავაგონოთ, რომ ჩვენ ვითხოვდით გახარიას წასვლას მინისტრობიდან, იმიტომ რომ ეს ყოფილყო პასუხისმგებლობა და არა გახარიას წასვლას მინისტრობისგან, რომ ეს ყოფილიყო დაწინაურება, ამიტომ კიდევ ერთხელ, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, პირები, რომლებიც ადამიანებზე ძალადობისთვის არ აგებენ პასუხს, დარჩება სამარცხვინო ლაქად თავად ხელისუფლებას. ამიტომ, გახარია აუცილებლად  უნდა წავიდეს,“- განაცხადა, გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები