18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
"ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც უნდა ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ - ანა ჭარხალაშვილი

"ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც უნდა ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ - ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტმა, ანა ჭარხალაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბენენ და 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. 

„ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე წავიდა, მან გიორგი გახარია პრემიერ მინისტრად დაგვიყენა, სწორედ იმიტომ რომ თავისი „სიძლიერე“ დაემტკიცებინა და რუსეთისთვის ერთგულება. მე მინდა მივმართო მოსახლეობას, ნუ დაველოდებით რაღაც მესამე ძალას, ვინ აიღებს ჩვენს მაგივრად პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც უნდა ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა“ - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს დაცვლა სჭირდება და ამისთვის ცვლილებების დაწყებაა საჭირო. 

„დღეს, საჭიროა რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო. ნუ დაველოდებით ვინ შემოგვთავაზებს ამ ცვლილებებს. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ ცვლილებების დასაწყისი. აქედან ვპირდები ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება, ერთ-ერთი გეგმის ნაწილია სამოქალაქო აქტივიზმის განვითარება. ვიღაცებს ჰგონია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი არაფერს არ ნიშნავს. დიახ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ მოძრაობა თავისუფლებისთვის სირცხვილია და აუცილებლად გავაგრძელებთ სანამ ბიძინა ივანიშვილი 2020-თვის ძალაუფლებას არ დაკარგავს. ამას აუცილებლად ნახავთ, რომ 2020-ში მისი შუშის სასახლე ჩამოენგრევა“ - აცხადებს ანა ჭარხალაშვილი.  

დღის ამბები