18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
"დავპირდეთ ერთმანეთს, რომ არ დავიღლებით“ - ნინო დანელიამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა

მედია-ექსპერტი ნინო დანელია აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამად კოლაბორაციონისტი მთავრობა მართავს, რომელსაც მოქალაქეებმა არ უნდა მისცენ გამარჯვების საშუალება. ასევე, დანელიამ საზოგადოებას დაუღალავი ბრძოლისკენ მოუწოდა და მთავარ გეგმად 2020 წლის არჩევნები დაასახელა.

„ჩვენ უნდა გავხსნათ ერთიანი ფრონტი, იმისათვის, რომ მივაღწიოთ საერთო გამარჯვებას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის საბოლოო დამარცხება და ჩამოშორება. მისი მთავრობის, ქართული ოცნების, რომელიც ცხვრებივით აძლევს ხმას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც არ ესმის ადამიანების და მოქალაქეების ხმა და ესმის მხოლოდ ერთი - მდიდარი, ახირებული კაცის ხმა“ - აცხადებს მედია-ექსპერტი.

მედია-ექსპერტის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებას მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომლის ხელისუფლებაც უძლურია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

"მთავრობა არ გვყავს ეროვნული, არ გვყავს ქვეყნის მოყვარული, არ გვყავს ისეთი, რომელსაც ეყოფა გონი, ეყოფა ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ ოკუპანტს კი არ დაუჩოქოს, პირიქით, ქვეყნის და თითოეული თქვენი ინტერესი დაიცვას, არ ყოფნის მას ამის შესაძლებლობა და ყოველ დღე საქმით ამტკიცებს. სწორედ ამიტომ ყველამ უნდა გავახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ გვყავს კოლაბორაციონისტი მთავრობა, რომელსაც სათავეში ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი უდგას“.

დღის ამბები