თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად, ვარკეთილში სამი ავტომობილი და ელექტრო განათების ბოძი დაზიანდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, თბილისის მასშტაბით 4 გამოძახება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მოხდა რეაგირება.
თბილისის გარდა, ქარით გამოწვეულ დაზიანებებთან დაკავშირებით შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა.