ფეიქრების ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საწყობი იწვის. საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი. დაშავებულების შესახებ ინფორმცაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ადგილზე მიემართება დამატებითი სამაშველო ბრიგადა.
ხანძრის გავრცელების საშიშროება, ამ დროისთვის, არ არსებობს.