18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სამართალდამცავებმა ნარკორეალიზაციისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში, ნარკორეალიზაციის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა - ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 2 აბი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები