თბილისში,ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ორ მამაკაცს დაეცა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და ორივე მამაკაცს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.
ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან მოთავსებული.