პარლამენტის შენობის წინ, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნთ, კარავი გაშალეს. როგორც გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, კარავი რუსთაველის გამზირზე იქამდე იქნება გაშლილი, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ კარავი, ყველა იმ პირის სახელით დაიდგმება, რომლებიც ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზეა დაკავებული. გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ კარავში დაწესდება 24 საათიანი მორიგეობა. იქნებიან სტუმრები და მათთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 19 პირიდან 14 ისევ პატიმრობაში რჩება, მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქალაქო სასამართლომ სევ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ამ დროისათვის, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს, მეორე კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს.