18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
რუსთავში, ძლიერი ქარის გამო ჭადრის ხე მოტყდა და ავტომობილს დაეცა

რუსთავში, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. რუსთაველის ქუჩაზე ჭადრის ხე მოტყდა, რომელიც ავტომობილს დაეცა. შედეგად მანქანა დაზიანდა. მომხდარის გამო ტერიტორიაზე გადაადგილება, დროებით შეფერხებული იყო. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა. 

გარდა ამისა, ძლიერი ქარის გამო, ხეები წაიქცა რუსთავი მე-18 მიკრორაიონში და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისთვის პრობლემები აღმოფხვრილია.

ძლიერი ქარის გამო, რუსთავქალაქობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ხვალისთვის გადაიტანეს, ასევე ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით, დაკეტილია ქალაქის ცენტრალური პარკი. 

დღის ამბები