18 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ვარკეთილში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ვარკეთილში ძლიერმა ქარმა, საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა დღეს, 1-ლ მიკრორაიონში მოხდა. საცხოვრებელში არავინ იმყოფებოდა.

მოსახლეობამ შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით ადგილზე არავინ გამოჩენილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო, მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს მთავარ გზაზე ავტომობილით მოძრაობა შეზღუდული აქვთ. 

გარდა საცხოვრებელი სახლისა, ადგილზე დაზიანებულია სპორტული მოედნის საფარიც. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გზის გათავისუფლებას. ძლიერი ქარი დასახლებაში დღეს დილიდან აღინიშნება.

დღის ამბები