18 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ავტომობილები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა 

ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისის მასშტაბით, 200 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. შეტყობინებები, ძირითადად, ხეების წაქცევას, ავტომობილების დაზიანებას, სახურავების გადახდას და ელექტრო სადენების დაზიანებას ეხებოდა.

ძლიერი ქარი იყო დღეს რუსთავშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქალაქიდან 25 შეტყობინება შევიდა. ძირითადი შეტყობინებები, ამ შემთხვევაშიც ხეების წაქცევას და ავტომობილების დაზიანებას ეხებოდა.

ასევე, ინციდენტი მოხდა დოლიძის ქუჩაზე. ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ორ მამაკაცს დაეცა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები