18 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
კახეთი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად, კახეთი მასპინძლობს. ცოტა ხნის წინ, თელავის ვაჟა-ფშაველას დრამატულ თეატრში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. მსმენელი წინაშე ცნობილი მევიოლინე, კოლია ბლახერი და საფესტივალო ორკესტრი წარსდგა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო.

ფესტივალის მიმდინარეობისას კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსების ლაურეატები: ჯან ჩაკმური, ნიკოლოზ ნამორაძე, ფუმიაკი მიურა. ასევე, 26 და 29 სექტემბერს დაგეგმილია ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის კონცერტი.

ფესტივალი ყოველწლიურად თელავში, საქართველოს კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით იმართება. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს დაიწყო და 29 სექტემბერს დასრულდება. 

დღის ამბები