ლარის კურსი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9709 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9759 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0050 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებითაც მცირედით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2632 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2860 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0228 ლარი შეადგინა.