18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
განათლების სამინისტრომ "შემოქმედებითი ევროპის" ბენეფიციარებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „შემოქმედებითი ევროპის" ბენეფიციარებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული „შემოქმედებითი ევროპის" დაფინანსება, როგორც პარტნიორის, ასევე ლიდერის როლში.

კონკურსის პრიორიტეტია ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის" კულტურის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში წარმატებული ორგანიზაციების თანადაფინანსება რიგ ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან მიღებული პრაქტიკაა. ვინაიდან, საქართველოში პოტენციურ ბენეფიციარებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი თავიანთი პროექტებისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, ვერ წარადგენენ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ საბანკო თუ სხვა გარანტიას. ეს კი აფერხებს პროექტების განხორციელებას. 

დღის ამბები