უბედური შემთხვევა თბილისში - ვარკეთილში, 16 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კალაუბნის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ცნობით, მოზარდი სტადიონზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რაიმე შელაპარაკებას ან სხვა სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.