18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
300 არაგველის სახელობის სკვერში კრწანისობას აღნიშნავენ

300 არაგველის სახელობის სკვერში კრწანისობას აღნიშნავენ. ღონისძიება კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გორგასლის ქუჩაზე დღეს იმართება. კრწანისობაზე, მეუფე შიომ კრწანისის ბრძოლის გმირთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

ღონისძიების სტუმრები, ეპოქის გაცოცხლების თეატრალიზებულ წარმოდგენას დაესწრებიან, სადაც მონაწილეობას ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მიიღებენ.

ღონისძიებას, თბილისის მერი კახა კალაძე ესწრება.

დღის ამბები