18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
"გამოძიების ამოცანაა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას" - ცქიტიშვილი

შეწყალებების სკანდალურ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას,  ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოძიების ამოცანაა,  დადგინდეს ჰქონდა თუ არა კორუფციას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ადგილი:

"გამოძიების ამოცანა არის ის, რომ დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის და პირველ რიგში იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც ამზადებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები