ვარკეთილში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში გამოკითხვაზე გარდაცვლილის მეზობლები იმყოფებიან, ნაწილმა უკვე დატოვა ძალოვანი უწყება, თუმცა მათ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ მოზარდის ცხედარი ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გუშინ გვიან ღამით იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვალებამდე სახურავზე სხვა მოზარდებიც იმყოფებოდნენ. მე-11 კლასის მოსწავლე ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.