18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
შშმ პირების აქცია მარნეულის მერიასთან

საქართველოს "აზერბაიჯანთა ასოციაციის" ორგანიზებით, ქალაქ მარნეულის მერიასთან, შშმ პირებმა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მარნეულის მერი ზაურ დარგალი შშმ პირებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გადახდილი სოციალური დახმარებები მათთვის საარსებო წყარო ვერ იქნება.

"ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, წამლებს ვყიდულობთ, გზაში გვეხარჯება ფული, მედიკამენტებს  50 პროცენტიანი ფასდაკლებით ვიღებთ, მაგრამ მაინც ძვირია,"- ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

მერიის წინ შეკრებილ მოსახლეობას ზაურ დარგალი შეხვდა. მარნეულის მერის თქმით, შშმ პირებს მუნიციპალიტეტი ყოველთვის სთავაზობდა სხვადასხვა სახის  პროგრამებს და ეს  დღესაც გრძელდება. მომავალ წელს სოციალურ ბიუჯეტს გავზრდით და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების აზრს გავითვალისწინებთ ამბობს დარგალი.

დღის ამბები