18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
"ბრძოლას მიჩვეული ხალხი ვართ, უნდა მოვახერხოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" - კალაძე

კრწანისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორგასლის ქუჩაზე დილიდან სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. კრწანისობის დღესასწაულს ქალაქის მერი კახი კალაძე დაესწრო. კალაძემ საქართველოს ისტორია გაიხსენა და მთელს ქვეყანას გამთლიანება უსურვა.

"დღეს კრწანისობაა, 300 არაგველის ხსენების დღე და მინდა ყველას მივულოცო, მინდა კრწანისელებს მივულოცო დღევანდელი დღე, სრულიად საქართველოს და რასაც ვისურვებდი და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ეს არის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ხალხი ვართ, ეს სისხლში გვაქვს და რა თქმა უნდა, უნდა მოვახერხოთ ქვეყნის გამთლიანება," - განაცხადა კახი კალაძემ.

ღონისძიებაზე მეუფე შიოც იმყოფებოდა, მან კრწანისის ბრძოლის გმირების სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართება.


 
 

დღის ამბები