გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ოთხმეზურს სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებაზე დაუსვამს კითხვებს.
ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა კიდევ ერთი მოკლულის, სოსო ქოიავას მამა თამაზ ქოიავა, რომლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულიც ასევე პრეზიდენტმა შეიწყალა.