საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის მხარს უჭერს სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ გაეროს ძალისხმევას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა:
"სექსუალური ექსპლუატაცია, ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია. როგორც, ლიდერების წრის წევრი, ვალდებული ვარ მხარი დავუჭირო გაეროს ძალისხმევას.
ჩვენ უნდა გვქონდეს ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.