"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
ზურაბ მელიქიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა. მან ასევე ვრცლად ისაუბრა ტყუბულის მაღაროში არსებულ ვითარებაზე და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს.