18 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა - ლარი გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა,  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად,  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9737 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9694 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0043  ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს,  ლარი ევროსთან მიმართებითაც  გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2684 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2634 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0050 ლარი შეადგინა.

დღის ამბები