საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ბლუმბერგის" ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებას მასპინძლობას ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი უწევდა.
სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შეხვედრა გამართა "Paramount Pictures -ის" აღმასრულებელ დირექტორთან ჯეიმს ჯიანოპულოსთან, რომელსაც პრეზიდენტმა სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" პირობები გააცნო. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.