18 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, სტამბოლის პროვინციის ქალაქ სილივრიში ადგილობრივი დროით 13:59 საათზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო. მიწისძვრიდან 8 წუთში მორიგი ბიძგები დაფიქსირდა ამჯერად 4,0 მაგნიტუდის.

ძლიერი ბიძგების გამო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. განხორციელდა სკოლების, საავადმყოფოების და სავაჭრო ობიექტების სწრაფი ევაკუაცია. შეფერხდა სატელეფონო კავშირიც.  მიწისძვრა სტამბოლის მთელი პროვინციის ტერიტორიაზე იგრძნობოდა.

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები