18 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
მიწისძვრა სტამბოლში - საქართველოს საკონსულო მოქალაქეებს მიმართავს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.

„დღეს, თურქეთის დროით 14:00 საათზე ქ.სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და ქ.სტამბოლის მერის განცხადებით მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ქ.სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე : +90 541 818 44 00“- აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.

დღის ამბები