18 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
"წაუყვანიათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში" - საბერძნეთში დაკარგული გოგოს დედის პირველი კომენტარი

საბერძნეთში დაკარგული გოგო, 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 32 წლის სალომე გოგინაშვილი ამ დროისთვის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.  

როგორც "კურიერს" დაკარგული გოგოს დედამ სატელეფონო საუბარში განუცხადა, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი, საბერძნეთის საავადმყოფოდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"გოგო მიუყვანიათო, პირველ საავადმყოფოში, მითხრა საავადმყოფო ქალაქგარეთაა ათენისო, სალომე ვარო, ნუ გეშინიაო, ცოცხალი არისო. მივდივარ იქ ტაქსით ახლა, მომაბრუნეს შუა გზიდან, არ არის იქ, წაუყვანიათო სასწრაფოს სხვა მხარეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში" - განაცხადა სალომე გოგინაშვილის დედამ.

დღის ამბები