იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სხდომაზე პარლამენტის დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. განცხადება ანრი ოხანაშვილმა სხდომის განახლების შემდეგ გააკეთა, რომელიც სწორედ ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის ფიზიკური დაპირისპირების გამო იყო შეწყვეტილი.
„ძალიან მძიმე სანახავი იყო ის ყველაფერი რაც აქ მოხდა. ეს არის პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა. შესაბამისად ადამიანი, რომელიც არის პარლამენტის წევრის მანდატის მატარებელი, თავს ესხმის ადამიანს და იქცევა ისე, როგორც ყველამ ნახა, ეს არის რეგლამენტის დარღვევა და ლოგიკურია, რომ ამ ყველაფერს ექნება რეაგირება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.