18 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
6 საათიანი დაკითხვის შემდეგ ანგი ხუციშვილმა პროკურატურა დატოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ანგი ხუციშვილმა პროკურატურის შენობა დატოვა. შეწყალების სკანდალური საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, საგამოძები უწყება ისე დატოვა, რომ მედიასთან რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია და სკანდალური შეწყალების საქმეზე დასმულ არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 34 პატიმრის საქმეზე, 12:00 საათზე იყო დაბარებული. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები