18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
"აუცილებელია დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა "- დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

დავით ზალკალიანი შესაძლოა სერგეი ლავროვს შეხვდეს. ამ პროცესში კი მედიატორის როლს შვეიცარია ასრულებს. რომელმაც ოფიციალურ თბილისს მოსკოვთან მოლაპარაკებებში დახმარება კიდევ ერთხელ შესთავაზა. ეს წინადადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელი კოლეგისგან პირადად მოისმინა. სწორედ ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ მოხდება რუსეთთან კომუნიკაცია, რათა მიმდინარე ოკუპაციის საკითხზე მსჯელობა გაეროს ასამბლეის ფარგლებშიც მოხდეს.

"მოხდება მათი მხრიდან კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან, იმისთვის რომ გამოინახოს ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება, თუნდაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში. პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ, მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება,  აუცილებელია დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის,რომ ის ძალა, რომელიც ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათთან იყოს ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა."- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები