ახალი კამპანია კიბერბულინგის წინააღმდეგ- ინიციატივა " სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევით ცენტრს" ეკუთვნის. კიბერძალადობა - თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევა.
პრობლემების სიმწვავიდან გამომდინარე პრობლემის აღმოსაფხვრელად ცენტრი ეფექტური კამპანიის წარმოებას გეგმავს. პრეზენტაციაზე საუბარი იყო, შესწავლილ და გაანალიზებულ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მიერ დანერგილ მექანიზმებზე და კანონმდებლობაზე კიბერბულინგთან საბრძოლველად.
" სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის სტატისტიკა მზარდია, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ან მათ მიერ ხდება, თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულები როგორიც არის პირობითად ოჯახში ძალადობა და სხვადასხვა სახის სექსუალური ხასიათის დანაშაულები რეალურ გამოწვევად გვევლინება",- აცხადებენ ორგანიზატორები.