გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა. ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის ორგანიზება შვეიცარიის ინიციატივით მოხდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ წამოჭრილი მთავარი თემა იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი.