18 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს - კომპანია „საქნახშირ ჯი აი ჯი“ ბაზრიდან გადის

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაფიცულებსა და ეკონომიკის მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მინისტრსა და ფაფიცულ მეშახტეებს შორის ორი საათი მიმდინარებდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „საქნახშირ ჯი აი ჯი“ ბაზრიდან გადის. მინისტრის თქმით, შახტების მართვას უკვე ახალი კომპანია უხელმძღვანელებს. კონკრეტულად რომელ კომპანიაზეა საუბარი, ნათია თურნავას არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება ქართული ჯგუფი.

შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება უკვე გასტუმრებული იქნება.   

„ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, დაიწყებს საქმიანობას და მეშახტეებთან ერთად დაიწყებს უკვე ჩასვლას შახტაში და  არსებული ვითარების შესწავლას. მზადყოფნა იქნა გამოცხადებული საიმისოდ, რომ ორშაბათს იქნას გასტუმრებული სახელფასო დავალიანება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის უსაფრთხოების თემები და კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს მიაღწევს, დაიცავს, შეასრულებს  და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მოხდება სამუშაოების დაწყება“ - აცხადებს ნათია თურნავა.  

დღის ამბები