18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი - საგარეო უწყება

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ  საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი დაისვა, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. ​

"გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. "- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები