საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტი "ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას ეწვია.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, აკადემიის ხელმძღვანელთან და კადეტებთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აკადემიის ოთხი ქართველი სტუდენტი ესწრებოდა.
"რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია ეს. მე პირადად, ჩემი თვალით, პრეზიდენტი არ მინახავს, პირველად ვნახე და მით უმეტეს, ასეთ ადგილას. ხშირი არის აქ ასეთი ვიზიტები, რაც მე აქ ვარ, საქართველოს პრეზიდენტი პირველად არის, მაგრამ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები როდესაც ჩამოდიან, სულ ასეთი ემოციით და მოტივაციით ხვდებიან,"- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.