18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
სატრანსპორტო კოლაფსი ლარსზე - რუსეთის მხრიდან საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლა თითქმის პარალიზებულია

კილომეტრიანი რიგი ლარსზე. რუსეთის მხრიდან საზღვარზე მიმოსვლა სატვირთო მანქანების ნაწილისთვის, ფაქტობრივად, პარალიზებულია. რამდენიმე კვირაა მძღოლები დგანან და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მიზეზად რუსული მხარე სასაზღვრო პუნქტზე ტექნიკურ ცვლილებებს ასახელებს. როგორც ირკვევა, მოსკოვმა საზღვრებზე გადასატანი ტვირთის დასაშვები ნორმა შეცვალა.

მძღოლები ამბობენ, რომ ახლა ვისაც მეტი წონა აქვს, ან ჯარიმა უნდა გადაიხადოს, ან ქრთამი. ისინი დახმარებას ოფიციალურ თბილისს სთხოვენ. მათი თქმით, ადგილზე ვითარება გაუსაძლისია, რადგან მათ უკვე მერამდენე დღეა ელემენტარული პირობებისა და საკვების გარეშე, მანქანებში სძინავთ.

"ორი სუტკაა უკვე, მესამე სუტკა დაიწყო აქ ვდგავარ. ჩენი მეგობრები არიან მაგალითად ერთ კვირაზე მეტი, ათი დღე არიან, მე-10 დღეა დგანან ბიჭები. ჩვენ ჩავედით მოსკოვში, დავიცალეთ, დავიტვირთეთ და ისინი ისევ საზღვარზე არიან. არდონიდან მოყოლებული საზღვრამდე არის 40 კმ. ადგილამდე 10 კილომეტრიანი რიგებია,"- განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

დღის ამბები