18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"არ ვიცი რა შუაში ვარ, მე ვარ ბანკირი" - დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო პარტნიორი პროკურატურაში მივიდა   

სკანდალური შეწყალების საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვების სერია გრძელდება. პროკურატურის შენობაში, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო კომპანიების პარტნიორი მივიდა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, გიორგი მიროტაძესთან შეკითხვები მსჯავრდებულთა შეწყალების სკანდალურ საქმეზე აქვთ.

როგორც მიროტაძე აცხადებს, მას აღნიშნულ  საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და მასში მონაწილეობა არ მიუღია. 

საგამოძიებო უწყების გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან: გიორგი ტალახაძე, გიორგი მიროტაძე და ლაშა ხურცილავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები