საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე ზუსტად ერთი დღეა დარჩენილი, გუნდებმა უკვე დაასახელეს სასტარტო შემადგენლობები.
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სამხრეთ ამერიკელებს ბორჯღალოსნები განსხვავებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეიცვალა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველო-ურუგვაის სარაგბო დაპირისპირება 29 სექტემბერს 9 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.