წყალდიდობა ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში - მდინარე ჩხალა კალაპოტიდან გადმოვიდა
28-09-2019 14:08
წყალდიდობა თურქეთში. ართვინში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხალა ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გზის ნაწილი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.