ანა დოლიძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისი განმარტებით, მთავარი მიმართულება სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა და ოკუპაციის პრობლემის მოგვარება იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან მოძრაობის წევრები, თუმცა ანა დოლიძე "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს.
„ძალები, რომლებსაც ერთხელ უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ რაიმე სასიკეთო გაეკეთებინათ ამ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს ან ცუდად გამოიყენეს, იგულისხმება "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ჩემთვის ამ ეტაპზე საინტერესო არ არის,"- განაცხადა ანა დოლიძემ.