18 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"არ ვაკეთებ კომენტარს მეთქი..." - შს მინისტრი სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს

"არ ვაკეთებ კომენტარს მეთქი.." - შინაგან საქმეთა მინისტრი, 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები შერჩევით სამართალსა და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ. ვახტანგ გომელაურს ამ ბრალდებებზე საუბარი არ სურს. შს მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მედიას შეკითხვის ადრესატი ეშლება.  

"რა გჭირთ უკაცრავად, რას აკეთებთ ტო.. არ ვაკეთებ კომენტარს მეთქი... რა ზრდილობაა, უკაცრავად, რა გჭირთ ვერ გავიგე ხალხნო. არ ვაკეთებ კომენტარს... სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება..." - ამბობს ვახტანგ გომელაური. 

შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ლევან იმერლიშვილი საპატიმროდან ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

გადაწყვეტილების გამო მოსამართლეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები. პარალელურად, აქტივისტები 20 ივნისის აქციის მონაწილეების საპატიმროში დარჩენას აპროტესტებენ, რომელთაგან ორის, ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკიდურესად დამძიმდა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები