18 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
"რა თქმა უნდა დიალოგი უნდა გაგრძელდეს და დიალოგს ალტერნატივა ბუნებრივია არ აქვს" - ცქიტიშვილი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს მნიშვნელოვანია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

"ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე. დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს და პირველ რიგში იმ პრობლემების, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ. რა თქმა უნდა დიალოგი უნდა გაგრძელდეს და დიალოგს ალტერნატივა ბუნებრივია არ აქვს,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები