18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
"როდესაც შენ იჩოქებ ჩემს წინაშე, მერე ღირსებაზე ნუ მელაპარაკები" - ოპოზიციის შეფასებით, ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებას დასცინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული შეფასებას ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში  რუსეთის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს 2 ძირითადი პრინციპი, ეს არის იმპერიალიზმი და ხულიგნობა, მისი თქმით ლავროვის განცხადებაში ეს ორივე პრინციპი ჩანდა, შაშკინის შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში არც ცინიზმის ნაკლებობა იგრძნობოდა:

„რუსეთის ფედერაცია ღიად და ცინიკურად ამბობს რა უნდა შენგან და ახლაც ლავროვმა თქვა ორი რამ, პირველი, როდესაც შენ იჩოქები ჩემს წინაშე, ეს მიმართა ზალკალიანს, მერე ღირსებაზე ნუ მელაპარაკები, მეორე, ღიად თქვა, რომ მთლიანად საქართველოს და საქართველოს მთავრობის დაჩოქებას ხელს უშლის სააკაშვილი, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს პრობლემა მოაგვარეთო,“- განაცხადა შაშკინმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, პრობლემა არა დიალოგი არამედ დიალოგის შინაარსია და ის, უწყობს თუ არა ხელს დიალოგი მთავარი პრობლემის- ოკუპაციის მოგვარებას. კანდელაკის თქმით, ლავროვის განცხადებაში პირიქით ხელშეშლა ჩანდა.

„როგორც ვიგებთ ამ შეხვედრის ირგვლივ ინფორმაციას ხელს უშლის, იმიტომ რომ ბატონი ლავროვი, არა მხოლოდ ზალკალიანს, მთლიანად ქვეყანას დაგვცინის, თურმე ჩვენი თხოვნით მომხდარა, თურმე დეოკუპაციაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, ჩვენ ვემუდარებით და ვეხვეწებით აღგვიდგინონ ფრენები... მე ვფიქრობ საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა გახარიამ განმარტებები უნდა გააკეთონ.“- აღნიშნა კანდელაკმა.

 

დღის ამბები